ტევესი ჩინეთში თამაშზე: "თავად არ მესმის, რას ვაკეთებდი იქ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტევესი ჩინეთში თამაშზე: "თავად არ მესმის, რას ვაკეთებდი იქ"


ტევესი ჩინეთში თამაშზე:

"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა, რომელიც აქამდე "შანხაი შენხუას" რიგებში ირიცხებოდა, განაცხადა, რომ ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან მისდამი კრიტიკა ესმის.

ფორვარდის თქმით, ჩინეთის ჩემპიონატში ასი პროცენტით დახარჯვისთვის მზად არ იყო.

"ჩინეთში არდადეგები მქონდა, რომელიც შვიდ თვეს გაგრძელდა. ნორმალურია, რომ "შანხაი შენხუას" მწვრთნელი და პრეზიდენტი მაკრიტიკებს", - ციტირებს ტევესის სიტყვებს TyC Sports.

"თავად არ მესმის, რას ვაკეთებდი იქ. არიან ისინიც, რომლებიც ჩემზე გაბრაზდნენ იმის გამო, თუ როგორ წავედი, მაგრამ ესეც ნორმალურია. ასი პროცენტით დახარჯვისთვის მზად არ ვიყავი".

შეგახსენებთ, ტევესი "შანხაი შენხუაში" 2016 წლიდან 2018 წლამდე ირიცხებოდა და იმ მომენტში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა. ჩინურ კლუბში 2017 წლის სეზონში მან 20 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. 33 წლის არგენტინელმა იანვარში შანხაის ბინადრებთან კონტრაქტი გაწყვიტა და "ბოკაში" დაბრუნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები