მესი მორიგ სკანდალში გაეხვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი მორიგ სკანდალში გაეხვა


მესი მორიგ სკანდალში გაეხვა

ესპანეთის სამართალდამცავთა ორგანოები "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის გადასახადების ნაწილის გადაუხდელობაში სდებენ ბრალს, იტყობინება Spiegel.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, გამომძიებლები არგენტინელის ფონდზე, რომელიც საქველმოქმედო მატჩების ორგანიზებითაა დაკავებული, უკვე რამდენიმე წელიწადია ცნობებს აგროვებენ.

არსებული ინფორმაციით, კატალონიელთა ლიდერი 2012 წლიდან მოყოლებული წელიწადში რამდენიმე შეხვედრას ატარებს და ფონდისთვის შემოწირულობებს იღებს. თუმცა, მიღებული თანხის დიდი ნაწილი ორგანიზაციაში არ ხვდება.

აქამდე, პრესაში დაიწერა, რომ "ბარსელონასთან" გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მესის წლიური შემოსავალი 100 მილიონ ევროს აჭარბებს. ამ სეზონში ლეომ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი შეაგდო და 11 საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები