რეალის ექს-მწვრთნელი: "ზიდანს რონალდუსთან პრობლემები აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალის ექს-მწვრთნელი: "ზიდანს რონალდუსთან პრობლემები აქვს"


რეალის ექს-მწვრთნელი:

ცნობილი გერმანელი სპეციალისტი, ბერნდ შუსტერი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში "რეალისა" და მისი მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი პრობლემა კრიშტიანუ რონალდუს თამაშში მდგომარეობს.

მოგეხსენებათ, მადრიდული გრანდი პირველი წრის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

"დარწმუნებული ვარ, ზიდანი კრიშტიანუს სათადარიგოთა სკამზე დასმის ვარიანტს განიხილავს, მაგრამ როგორ უნდა ახსნას მან ეს", - ციტირებს შუსტერის სიტყვებს ESPN.

"ეს ასე ადვილი არ არის. იმის გაანალიზებაა საჭირო, თუ როგორი რეალური პრობლემები არსებობს".

"გოლების ნაკლებობა. თუ თქვენმა საუკეთესო ბომბარდირმა მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა, ეს პრობლემაა. ფუნდამენტურია", - დასძინა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, თავის დროზე, "სამეფო კლუბს" სათავეში ბერნდ შუსტერიც ედგა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები