რეალი იკარდის სანაცვლოდ 110 მლნ ევროს გადახდას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალი იკარდის სანაცვლოდ 110 მლნ ევროს გადახდას გეგმავს


რეალი იკარდის სანაცვლოდ 110 მლნ ევროს გადახდას გეგმავს

"რეალი" "ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის შეძენას ცდილობს, იტყობინება Corriere dello Sport.

იტალიური გამოცემის თანახმად, მადრიდელთა ხელმძღვანელობა მზადაა ზაფხულში 24 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.

არგენტინელს მილანელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად იკარდიმ 22 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები