ობამეიანგის მომავალი დღეს გაირკვევა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგის მომავალი დღეს გაირკვევა


ობამეიანგის მომავალი დღეს გაირკვევა

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა იანვარში შეიძლება გუნდი დატოვოს.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელი დისციპლინარული მიზეზების გამო შემადგენლობიდან მოკვეთეს და ბუნდესლიგის მე-18 ტურში "ვოლფსბურგთან" (0:0) გამართული მატჩი გამოტოვა.

გავლენიანი გამოცემა Sky Sports იტყობინება, რომ დღეს, 16 იანვარს, ხელმძღვანელობა ფეხბურთელის თაობაზე, რომლის შეძენითაც "არსენალია" დაინტერესებული, გადაწყვეტილებას მიიღებს. ლონდონელები ალექსის სანჩესის შემცვლელს ეძებენ და ობამეიანგის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

"არსენალი" მზადაა გაბონელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, დორტმუნდელებმა კი ლონდონელებს პასუხი უნდა გასცენ, გაყიდიან თუ არა ობამეიანგს, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონში პირველად არ დაუკისრებიათ სანქცია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები