ინტერის დირექტორმა პასტორესთან მოლაპარაკებები გამართა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერის დირექტორმა პასტორესთან მოლაპარაკებები გამართა


ინტერის დირექტორმა პასტორესთან მოლაპარაკებები გამართა

"პსჟ"-ს ნახევარმცველ ხავიერ პასტორეთი "ინტერი" ინტერესდება.

როგორც Football Italia იტყობინება, Sky Sport Italia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ნერაძურის" სპორტული დირექტორი, პიერო აუზილიო არგენტინელის აგენტს, მარსელო სიმონიანს შეხვდა. მოლაპარაკებები მილანში გაიმართა.

"ინტერი" 28 წლის ფეხბურთელის არენდას განიხილავს, რომელსაც "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება. პარიზელები, თავის მხრივ, პასტორეს გაყიდვას გეგმავენ ან იჯარის წესით გაშვებას, თუმცა აუცილებლად შემდგომი შესყიდვის უფლებით.

Transfermarkt-ის მიხედვით, პასტორე 20 მილიონი ევრო ღირს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები