ნევილი: "ნებისმიერი გაცვლიდა მხითარიანს ალექსისში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნევილი: "ნებისმიერი გაცვლიდა მხითარიანს ალექსისში"


ნევილი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, გარი ნევილმა მანიკუნიანელთა მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სურვილთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელ სპეციალისტს ნახევარმცველ გენრიხ მხითარიანის "არსენალის" ფორვარდ ალექსის სანჩესში გაცვლა უნდა.

აქამდე ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ "მეთოფეებს" ვითომდა ტრანსფერში მხითარიანის ჩართვა უნდათ, რომელსაც მიმდინარე სეზონში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

"სანჩესის ტრანსფერში მხითარიანის შესაძლო ჩართვის მთავარი ნიშანი ის გახლავთ, რომ გენრიხი არ თამაშობს. მოურინიოს მისი რეპუტაციის მხარდაჭერა სურს, რადგან ამბობს, თუ როგორ აფასებს მას".

"თუმცა, მაინც ვთვლი, რომ იგი სიხარულით გაცვლიდა მას სანჩესში. ნებისმიერი გაცვლიდა მხითარიანს სანჩესში", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები