დორტმუნდი მზადაა ობამეიანგი 70 მლნ ევროდ გაყიდოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დორტმუნდი მზადაა ობამეიანგი 70 მლნ ევროდ გაყიდოს


დორტმუნდი მზადაა ობამეიანგი 70 მლნ ევროდ გაყიდოს

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

ფეხბურთელი, მოგეხსენებათ, დისციპლინარული მიზეზების გამო, გუნდიდან მოკვეთეს და ბუნდესლიგის მე-18 ტურში "ვოლფსბურგთან" (0:0) გამართული შეხვედრა გამოტოვა. კლუბმა ფორვარდი 100 ათასი ევროთი დააჯარიმა.

როგორც Bild იუწყება, "ბორუსიას" ხელმძღვანელობა მზადაა გაბონელი თავდამსხმელი გაყიდოს, რომლის შეძენითაც ლონდონის "არსენალია" დაინტერესებული.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ლონდონელები 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ჩამოდიან. დორტმუნდელები კი ობამეიანგის სანაცვლოდ არანაკლებ 70 მილიონის მიღებას გეგმავენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები