სილესენი: "ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რათა ბარსელონას პირველი მეკარე ვიყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სილესენი: "ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რათა ბარსელონას პირველი მეკარე ვიყო"


სილესენი:

"ბარსელონას" მეკარემ, იასპერ სილესენმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გაიარა კატალონიურ კლუბში ადაპტაცია, სადაც 2016 წლიდან ირიცხება, მაგრამ მაინც მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელია.

"ჩემი ესპანური კიდევ უფრო უკეთესი ხდება, პრაქტიკულად ყველაფერი მესმის. კვირაში ორჯერ ესპანური ენის გაკვეთილზე დავდივარ".

"ბარსელონაში" ორი თანაბარი დონის მეკარეა? მსიამოვნებს, რომ ხალხი ამის შესახებ საუბრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად ვუმკლავდები. ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა, გვინდა ერთად ვიყოთ ჩემპიონები. ინდივიდუალურად წარმატების მიღწევა შეუძლებელია".

"ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რათა ოცნება ავიხდინო და "ბარსელონას" პირველი მეკარე გავხდე. ამ წელს მარკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და სისულელეა იმის თქმა, რომ მე უნდა ვითამაშო და არა მან. თუ მისი დონე დაიკლებს, მაშინ ხშირად თამაშს მოვინდომებ, მაგრამ ახლა კარგია და ამას ვიღებ. თუმცა, ბრძოლას გავაგრძელებ", - თქვა სილესენმა Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ჰოლანდიელმა კატალონიური გრანდის ღირსება 5 ოფიციალურ შეხვედრაში დაიცვა და ერთი გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები