უოლკოტი ევერტონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ლივერპულში ჩავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უოლკოტი ევერტონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ლივერპულში ჩავიდა


უოლკოტი ევერტონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ლივერპულში ჩავიდა

"არსენალის" თავდამსხმელი, ტეო უოლკოტი სამუშაო ადგილის შეცვლასთან ახლოსაა.

როგორც Sky Sports იტყობინება, ფეხბურთელი ლივერპულში ჩავიდა, რათა "ევერტონში" სამედიცინო შემოწმება გაიაროს. სავარაუდოდ, დღეს "კანფეტები" 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს დაადასტურებენ.

აქამდე არსებული ცნობით, "ევერტონი" "არსენალს" უოლკოტის სანაცვლოდ 22,4 მილიონ ევროს გადაუხდის.

ფეხბურთელი ახალ კლუბში იმდენივეს მიიღებს, რამდენსაც ლონდონურ კლუბში გამოიმუშავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები