პერესმა რონალდუს აგენტს აცნობა, რომ ფეხბურთელმა ახალი კლუბი მოძებნოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პერესმა რონალდუს აგენტს აცნობა, რომ ფეხბურთელმა ახალი კლუბი მოძებნოს


პერესმა რონალდუს აგენტს აცნობა, რომ ფეხბურთელმა ახალი კლუბი მოძებნოს

"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ჟორჟე მენდეშს, მადრიდული კლუბის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს აგენტს შეხვდა და მას ახალი გუნდის მოძებნისთვის დრო მისცა, იტყობინება Record.

პორტუგალიელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს, მაგრამ გამოცემა იტყობინება, რომ საეჭვოა, კლუბი რონალდუს სანაცვლოდ ამხელა თანხის მიღებას გეგმავდეს.

32 წლის ფორვარდს "რეალთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ შეიძლება "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარში გაცვალონ. თავად პორტუგალიელი უკმაყოფილოა იმით, რომ ზოგიერთ სხვა ფეხბურთელზე ნაკლებს გამოიმუშავებს. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი წელიწადში 21 მლნ ევროს იღებს, მაგრამ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის მხოლოდ მე-5 ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები