რაიოლა: "არსენალის თაობაზე მხითარიანის გადაწყვეტილებამდე მანჩესტერი ალექსისს არ იყიდის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაიოლა: "არსენალის თაობაზე მხითარიანის გადაწყვეტილებამდე მანჩესტერი ალექსისს არ იყიდის"


რაიოლა:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, გენრიხ მხითარიანის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ სომეხი ფეხბურთელი ნამდვილად შეიძლება ლონდონის "არსენალში" ვიხილოთ, თუმცა, ჯერჯერობით, ამ ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრობს.

მანიკუნიანელთა რიგებს კი "მეთოფეებიდან" შესაძლოა ჩილელი ფორვარდი, ალექსის სანჩესი შეუერთდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" სანჩესს არ იყიდის, სანამ მხითარიანი "არსენალში" გადასვლას არ დათანხმდება".

"მიკის ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია. გადაწყვეტილებას იმის და მიხედვით მიიღებს, თუ რა არის მისთვის უკეთესი. სანჩესი მხითარიანის ტრანსფერის ნაწილი იქნება, სხვაგვარად არ გამოვა", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს გამოცემა The Times.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები