ლოიკ რემი შეიძლება ლევანტეში ვიხილოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლოიკ რემი შეიძლება ლევანტეში ვიხილოთ


ლოიკ რემი შეიძლება ლევანტეში ვიხილოთ

"ლას პალმასის" თავდამსხმელმა, ლოიკ რემიმ შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს, იტყობინება L'Equipe.

31 წლის ფრანგისადმი ინტერესს სხვა ესპანური კლუბი, "ლევანტე" იჩენს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ფრანსისკო ხემესთან კონფლიქტი აქვს. სპეციალისტმა ფორვარდს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ახალი კლუბის მოძებნისკენ მიუთითა.

რემიმ ამ სეზონში "ლას პალმასის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. იგი გუნდის მეორე ბომბარდირია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები