დი მარიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი მარიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა


დი მარიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ანხელ დი მარიამ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

გარდა ამისა, არგენტინელი აცხადებს, რომ რუსეთში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი სწორედ მისი ნაკრები იქნება.

"მესი უკვე ყველა დროის საუკეთესოა", - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Globo Esporte.

"2018 წლის მუნდიალზე გამარჯვება ამას დაამტკიცებს, მაგრამ ის უკვე საუკეთესოა. მინდა მესის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დასაკუთრებაში დავეხმარო, ეს ერთადერთია, რაც მის კარიერას აკლია".

"ცხადია, როგორც არგენტინელსა და როგორც მის თანაგუნდელს, მინდა, რომ ეს ამ წელს რუსეთში მოხდეს".

"არგენტინა ყოველთვის ფავორიტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შემადგენლობაში მესია. სხვა ძლიერი გუნდები, ესპანეთისა და საფრანგეთის სახით, ასევე სერიოზული კანდიდატები არიან, მაგრამ არგენტინა უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა".

"ბევრი მუშაობა გვჭირდება. მსოფლიოს თასი ყველა ტურნირისგან გამორჩეულია. ან გაიმარჯვებთ, ან სახლში დაბრუნდებით", - დასძინა ანხელმა.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ისლანდიას, ხორვატიასა და ნიგერიას დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები