მოურინიოს მომავალი გადაწყვეტილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიოს მომავალი გადაწყვეტილია


მოურინიოს მომავალი გადაწყვეტილია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო უახლოეს პერიოდში ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, იტყობინება გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports.

54 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება 2021 წლამდე იმოქმედებს.

მოურინიომ "ემიუ" 2016 წელს ჩაიბარა და კლუბთან 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

"განსაკუთრებულის" ხელმძღვანელობით "წითელმა ეშმაკუნებს" 98 მატჩი აქვთ ჩატარებული (60 გამარჯვება, 23 ფრე, 15 მარცხი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები