პატო 2018 წლის მუნდიალზე თამაშზე ოცნებობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პატო 2018 წლის მუნდიალზე თამაშზე ოცნებობს


პატო 2018 წლის მუნდიალზე თამაშზე ოცნებობს

"ტიანცზინ ციუანცზიანის" თავდამსხმელს, ალეშანდრო პატოს იმედი აქვს, რომ ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდება და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

28 წლის ბრაზილიელს, ცნობისთვის, ეროვნული გუნდის რიგებში 2013 წლის შემდეგ არ უთამაშია.

"მთელი ეს დრო ვმუშაობ, ბრაზილიის ნაკრებზე ვფიქრობ, სახლში და სავარჯიშო დარბაზში დამატებით ფიზიკურ სამუშაოს ვასრულებ", - ციტირებს პატოს სიტყვებს Omnisport.

"ვფიქრობ, ჩინებული სეზონი ჩავატარე. ჩემს კლუბს ახალ დონეზე ასვლაში დავეხმარე. მსოფლიო ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. ვფიქრობ, ჩინეთში თამაშზე უნდა ვიყო კონცენტრირებული და თუ შესაძლებლობა მექნება, მაშინ ბრაზილიის ნაკრებში კვლავ თამაშით ძალიან ბედნიერი ვიქნები".

"დაბრუნებისთვის 100 პროცენტით ვმუშაობ. ვინ იცის, შეიძლება ნაკრების რიგებში ამხანაგურ მატჩში კვლავ ვითამაშო, რათა ვაჩვენო, თუ რა შემიძლია", - დასძინა ალეშანდრომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები