ჩელსიმ თვალი რომას მცველს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსიმ თვალი რომას მცველს დაადგა


ჩელსიმ თვალი რომას მცველს დაადგა

"რომას" მცველი, ემერსონი "ჩელსის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს საიტი იტყობინება, ლონდონურ კლუბს ამ სატრანსფერო ბაზარზე 23 წლის ბრაზილიელის დამატება უნდა, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა.

გარდა "არისტოკრატებისა", ფეხბურთელისადმი ინტერესს "ლივერპული" და "იუვენტუსიც" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ემერსონმა ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები