ბარსელონამ მესის სკანდალურ საქმეზე ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონამ მესის სკანდალურ საქმეზე ოფიციალური განცხადება გააკეთა


ბარსელონამ მესის სკანდალურ საქმეზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"ბარსელონამ" გამოცემა Spiegel-ის ინფორმაცია დააკომენტარა იმის შესახებ, რომ ესპანური პოლიცია გუნდის ლიდერს, ლიონელ მესის შემოსავლის ნაწილის დამალვაში ადანაშაულებს.

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობის განცხადებით, პრესის ვარაუდები საქმის მდგომარეობას არ ცვლის.

მოგეხსენებათ, გერმანული გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელთა ლიდერი 2012 წლიდან მოყოლებული წელიწადში რამდენიმე შეხვედრას ატარებს და თავისი ფონდისთვის შემოწირულობებს იღებს. თუმცა, მიღებული თანხის დიდი ნაწილი ორგანიზაციაში არ ხვდება.

"ყველა თანხა, რომელიც კლუბმა მესის ფონდში გადარიცხა, ქველმოქმედებას მოხმარდა", - ციტირებს "ბარსელონას" განცხადებას ESPN.

"ამ შემოწირულობების საკითხზე Spiegel-ისა და სხვა გამოცემების ვარაუდები არაფერს არ ცვლის. ამ თემაზე სხვა კომენტარი არ გაკეთდება".

აქამდე, პრესაში დაიწერა, რომ "ბარსელონასთან" გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მესის წლიური შემოსავალი 100 მილიონ ევროს აჭარბებს. ამ სეზონში ლეომ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი შეაგდო და 11 საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები