რეალის ექს-ფეხბურთელი: "მესი ისტორიაში საუკეთესოა, რონალდუ ტოპ-ათეულშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალის ექს-ფეხბურთელი: "მესი ისტორიაში საუკეთესოა, რონალდუ ტოპ-ათეულშია"


რეალის ექს-ფეხბურთელი:

"ესპანიოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა ესპანეთის თასის ეგიდით, "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ, თავდამსხმელ ლიონელ მესის თამაში აღნიშნა.

გარდა ამისა, სპეციალისტმა, რომელსაც თავის დროზე "რეალში" უთამაშია, არგენტინელი ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუზე წინ დააყენა.

"მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - ციტირებს ფლორესის სიტყვებს Sport.

"ზოგიერთმა სპორტსმენმა შეიძლება სავარძელში დამსვას და თავის თამაშს მაყურებინოს, მესი კი ერთ-ერთი მათგანია. 15 წლის წინ რონალდოს, მაიკლ ჯორდანის, მარადონას თამაშს ვადევნებდი თვალყურს. ჩემი აზრით, ისინი გამორჩეულები არიან".

"არ დავიწყებ იმის დამტკიცებას, თუ რომელია უკეთესი - მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ. რონალდუ ტოპ-ათეულში იქნება. თუმცა, ახლა არ გვინდა", - დასძინა "ესპანიოლის" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები