ლა ლიგის პრეზიდენტი ჩემპიონატში კონკურენციის არასაკმარისი დონით უკმაყოფილოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლა ლიგის პრეზიდენტი ჩემპიონატში კონკურენციის არასაკმარისი დონით უკმაყოფილოა


ლა ლიგის პრეზიდენტი ჩემპიონატში კონკურენციის არასაკმარისი დონით უკმაყოფილოა

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში კონკურენციის არასაკმარისი დონეა.

ტებასის აზრით, ჩემპიონმა ასი ქულა ვერ უნდა დააგროვოს.

"არ შევშფოთდები, თუ ლა ლიგას "ბარსელონა" ან "რეალი" მოიგებს", - ციტირებს ხელმძღვანელის სიტყვებს Express.

"იმ შემთხვევაში შევშფოთდები, თუ ჩემპიონი სეზონს მოგროვებული 100 ქულით დაასრულებს. 20-გუნდიანი ლიგა 80-85-ქულიანი მაჩვენებლით უნდა მოიგო".

"მნიშვნელოვანია, რომ მატჩების შედეგები პროგნოზირებადი არ იყოს, ხოლო როცა ჩემპიონი 100 ქულას აგროვებს, არაპროგნოზირებადობის ელემენტი ქრება", - დასძინა ტებასმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები