მასკერანო ბარსელონას რიგებში ბოლო მატჩს 25 იანვარს ჩაატარებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მასკერანო ბარსელონას რიგებში ბოლო მატჩს 25 იანვარს ჩაატარებს


მასკერანო ბარსელონას რიგებში ბოლო მატჩს 25 იანვარს ჩაატარებს

"ბარსელონას" მცველი, ხავიერ მასკერანო ესპანეთის თასის ეგიდით "ესპანიოლთან" გასამართი საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ კლუბს დატოვებს, იტყობინება Mundo Deportivo.

აღნიშნული დაპირისპირება 25 იანვარს, კატალონიელთა საშინაო არენა "კამპ ნოუზე" შედგება.

გამოცემის თანახმად, 33 წლის არგენტინელი დღეს, 17 იანვარს გასამართ სათასო მატჩში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს.

სავარაუდოდ, მასკერანოს ახალი კლუბი "ჰებეი ჩაინა ფორჩუნი" გახდება, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები