რონალდუ ახალ კონტრაქტზე: "არა ფულის, არამედ სტატუსის საკითხია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ ახალ კონტრაქტზე: "არა ფულის, არამედ სტატუსის საკითხია"


რონალდუ ახალ კონტრაქტზე:

"რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ შეშფოთებულია იმის გამო, რომ კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მას 2016/17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა, მაგრამ ეს დღემდე არ გაუკეთებია.

32 წლის პორტუგალიელს მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

გავლენიანი გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, პორტუგალიელმა თავის მრჩევლებს "ბარსელონასთან" ლიონელ მესის ახალი კონტრაქტის შესწავლა სთხოვა, ისევე, როგორც "პსჟ"-სთან ნეიმარის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების. გადასახადების შემდეგ, თუმცა ბონუსების არჩათვლით, არგენტინელის ხელფასი 40 მილიონი ევროა, ბრაზილიელის - 30 მილიონი, თავად რონალდუსი კი - 21 მილიონი.

"ისინი მუდმივად ამბობენ: "ხვალ, ხვალ", - ციტირებს ზემოთაღნიშნული გამოცემა რონალდუს სიტყვებს.

"არა ფულის, არამედ სტატუსის საკითხია. ახლა სხვა ვარსკვლავებთან ხელფასში სხვაობა ძალიან დიდი გახდა", - ამბობს კრიშტიანუ.

გუშინ, 16 იანვარს, გამოცემა Record.pt-მ დაწერა, რომ პერესმა რონალდუს აგენტს, ჟორჟე მენდეშს თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის მოძებნისკენ მიუთითა. აქამდე არსებული ცნობით, თავდამსხმელი შეიძლება "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარში გაცვალონ. სხვა ვერსიით, თავად რონალდუს ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა უნდა, სადაც 2003 წლიდან 2009 წლამდე ასპარეზობდა.

გარდა ამისა, იანვრის დასაწყისში პრესაში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ რონალდუს თანაგუნდელებს, გუნდის კაპიტან სერხიო რამოსის ჩათვლით, პორტუგალიელთან კონფლიქტი აქვთ. ესპანელი ფეხბურთელების აზრით, 32 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში წარუმატებელ შედეგებში დამნაშავეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები