"როცა რეალმა გიყიდა, ამბობდნენ, რომ მხოლოდ სახელი ხარ, რათა მაისურები გაეყიდათ", - რონალდუს დის ღია წერილი ძმას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"როცა რეალმა გიყიდა, ამბობდნენ, რომ მხოლოდ სახელი ხარ, რათა მაისურები გაეყიდათ", - რონალდუს დის ღია წერილი ძმას



"რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დამ, მომღერალმა, კატია ავეირომ სოციალურ ქსელში ძმას ღია წერილით მიმართა და მხარი დაუჭირა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდელთა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფორვარდის აგენტს, ჟორჟე მენდეშს თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის მოძებნისკენ მიუთითა.

დღეს, 17 იანვარს, თავად რონალდუმ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ კლუბმა, მიუხედავად მისთვის მიცემული პირობისა, 2016/17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა. 32 წლის პორტუგალიელს მადრიდელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

კატია ავეიროს ღია წერილი სრულად:

ეს ის არის, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა, კრიშტიანუ.
როცა 12 წლის ასაკში ლისაბონში ჩახვედი, ცრემლებითა და იმედით სავსე, თქვეს, რომ უბრალოდ მადეირადან მორიგი, ჩვეულებრივი, რიგითი ბავშვი იყავი. ხუთ წელიწადზე ნაკლები ხნით, "სპორტინგის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქეცი.
როცა "სასტარტოში" პირველ თამაშებს ატარებდი, ამბობდნენ, რომ მორიგი ტექნიკური ეგოისტი იყავი. რამდენიმე თვეში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადახვედი.
როცა ინგლისში ჩახვედი, ამბობდნენ, რომ მხოლოდ პერსპექტიული იყავი. ექვს სეზონში 118 გოლი გაიტანე.
როცა "რეალმა" გიყიდა, ამბობდნენ, რომ უბრალოდ სახელი ხარ, რათა მაისურები გაეყიდათ. 2009 წლიდან მოყოლებული 418 მატჩში 422 გოლი გაიტანე და კლუბის პრაქტიკულად ყველა რეკორდი დაამხე.
როცა 2008 წელს პირველი "ოქროს ბურთი" დაისაკუთრე, ამბობდნენ, რომ ამით დასრულდა. თუმცა, კიდევ ოთხი მოიგე.
როცა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი გახდი, ამბობდნენ, რომ უბრალოდ მორიგი კაპიტანი იყავი, ქარიზმისა და ლიდერის სულის გარეშე. 2016 წელს გახდი პირველი პორტუგალიელი, რომელმაც თავს ზემოთ ევროპის ჩემპიონატის თასი ასწია.
ახლა, როცა ვერ იტან, როგორც უცხოპლანეტელი, ორ ან სამ მატჩში, ამბობენ, რომ მორიგი ფეხბურთელი ხარ, რომელსაც ჩავარდნა აქვს და თითქმის კარიერა დაასრულა. არ იღელვო. როცა ეიფელის კოშკის მწვერვალზე ჯილდოსთან ერთად იღიმი ან მორიგი გადამწყვეტი გოლი გაგაქვს ან მორიგ რეკორდს ამხობ, მათ აიძულებ ყურადღებით გადევნონ თვალყური. და, რა თქმა უნდა, აპლოდისმენტებით დაგაჯილდოვონ.
ცუდი ხალხი. ეს ყველაფერია, რაც მათ აქვთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები