ფაბიო კანავაროს შვილი სერია ა-ში ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფაბიო კანავაროს შვილი სერია ა-ში ითამაშებს


ფაბიო კანავაროს შვილი სერია ა-ში ითამაშებს

იტალიის ნაკრების ექს-კაპიტნის, ფაბიო კანავაროს 18 წლის შვილი, კრისტიან კანავარო "სასუოლოს" ახალგაზრდული გუნდიდან სერია ა-ს დებიუტანტ "ბენევენტოში" გადავიდა.

აღნიშნული ტრანსფერის ფინანსურ დეტალებსა და ხელშეკრულების ვადაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, ფაბიო კანავარო პროფესიონალურ დონეზე 1992 წლიდან 2011 წლამდე ასპარეზობდა. სხვადასხვა წელს იგი "ნაპოლის", "პარმას", "ინტერის", "იუვენტუსის", "რეალისა" და "ალ აჰლის" ღირსებას იცავდა.

იტალიის ნაკრებში იგი 1997 წლიდან 2010 წლამდე ირიცხებოდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იტალიელებმა მოიგეს, გუნდის კაპიტანი სწორედ კანავარო იყო. იმ წელს მან "ოქროს ბურთი" მოიგო, ასევე ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები