რიბერი: "ხალხი ამბობდა, შეხედე მის ნაიარევს, ეს რა სიმახინჯეაო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რიბერი: "ხალხი ამბობდა, შეხედე მის ნაიარევს, ეს რა სიმახინჯეაო"


რიბერი:

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ სახეზე ნაიარევი, რომელიც ორი წლის ასაკში მიიღო, ბავშვობაში ბევრ უსიამოვნებას უქმნიდა.

ფრანგის თქმით, ხალხი ამაზე დიდ ყურადღებას ამახვილებდა.

"ნაიარევმა ხასიათი გამიძლიერა და ძალა მომცა, რადგან, როცა ბავშვი ხართ და ასეთი იარა გაქვთ, რთულია. ხალხი ამას ხედავს, კომენტარს აკეთებს - ჩემი ოჯახი წუხდა", - ციტირებს რიბერის სიტყვებს Canal+.

"ხალხი ამბობდა: "შეხედე, რა აქვს მას სახეზე, თავზე შეხედე: რა არის ეს ნაიარევი? ეს ისეთი სიმახინჯეა!. სადაც არ უნდა წავსულიყავი, მიყურებდნენ. და არა იმიტომ, რომ კარგი ადამიანი ვიყავი, არა იმიტომ, რომ ფრანკს მეძახიან, არა იმიტომ, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ. თითოეული მხოლოდ ჩემს ნაიარევს უყურებდა".

შეგახსენებთ, პატარა ასაკში რიბერი ოჯახთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა და სახეზე დიდი ნაიარევი დარჩა. ფეხბურთელი ნაიარევის მოშორებაზე უარს ამბობს, რადგან ეს მის ოჯახს ახსენებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები