კასილასი რონალდინიოს: "შენგან განვიცდიდი და შენი თამაშით სიამოვნებას ვიღებდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კასილასი რონალდინიოს: "შენგან განვიცდიდი და შენი თამაშით სიამოვნებას ვიღებდი"


კასილასი რონალდინიოს:

"რეალის" ექს-მეკარემ და კაპიტანმა, იკერ კასილასმა სოციალური ქსელის მეშვეობით "ბარსელონას" ექს-თავდამსხმელს, რონალდინიოს, რომელმაც გუშინ კარიერა დაასრულა, მადლობა გადაუხადა.

"შენგან განვიცდიდი, თუმცა, როგორც ფეხბურთის თაყვანისმცემელი, შენი თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. დიდებული ხარ!", - წერს კასილასი.

რონალდინიოს "გრემიოს", "პსჟ"-ს, "ბარსელონას", "მილანის", "ფლამენგოს", "ატლეტიკო მინეიროს", "კერეტაროსა" და "ფლუმინენსეს" ღირსება დაუცვია. 2016 და 2017 წელს იგი ინდოეთის ჩემპიონატში მინი-ფეხბურთს თამაშობდა.

"ბარსასთან" ერთად ბრაზილიელმა ლეგენდამ ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო, ასევე ჩემპიონთა ლიგას დაეუფლა, "მილანთან" ერთად - იტალიის ჩემპიონატი მოიგო, "კერეტაროსთან" - მექსიკის თასი, ბრაზილიურ კლუბებთან ერთად კი - რამდენიმე ადგილობრივ ტურნირს დაეუფლა, ასევე "ატლეტიკო მინეიროს" რიგებში ლიბერტადორესის თასს.

ბრაზილიის ნაკრებში რონალდინიომ 97 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი შეაგდო და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. 2005 წელს ფეხბურთელმა "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები