ბარტრა დორტმუნდს უკვე იანვარში დატოვებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარტრა დორტმუნდს უკვე იანვარში დატოვებს?


ბარტრა დორტმუნდს უკვე იანვარში დატოვებს?

დორტმუნდის "ბორუსიას" მცველი, მარკ ბარტრა გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა, იტყობინება Bild.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, 27 წლის ესპანელი დორტმუნდელთა რიგების დატოვებას აპირებს, რათა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკის გარეშე არ დარჩეს.

"ბორუსიას" ახალი მთავარი მწვრთნელი, პეტერ შტეგერი დაცვის ხაზის ცენტრში უპირატესობას ნევენ სუბოტიჩსა და სოკრატის პაპასტატოპულოსს ანიჭებს, ბარტრა კი ყველაზე ხშირად ცვლილებაზე გვევლინება მინდორზე.

ცნობისთვის, კლუბში ავსტრიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან და მზად არიან ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გაყიდონ.З

ამ სეზონში ბარტრამ "ბორუსიაში" ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. შტეგერის ხელმძღვანელობის ქვეშ იგი სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ სამჯერ მოგვევლინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები