ბასილაშვილის მომავალმა მეტოქემ ქართველი შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბასილაშვილის მომავალმა მეტოქემ ქართველი შეაქო


ბასილაშვილის მომავალმა მეტოქემ ქართველი შეაქო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის დიდი სლემის მესამე რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი ედმუნდი იქნება.

მატჩის წინ კომენტარი ედმუნდმა გააკეთა და მსოფლიოს 61-ე ჩოგანი შეაქო.

"ბასილაშვილი ძალიან კარგი და აგრესიული ჩოგბურთელია. ის ყოველთვის კონცენტრირებულია მატჩზე.

თამაშის განმავლობაში, ნიკოლოზს ბევრი შეცდომები აქვს ხოლმე, მაგრამ ამავე დროს, მომგებიანი ქულებიც ბევრი აქვს", - აცხადებს ედმუნდი.

ბასილაშვილი და ედმუნდი ერთმანეთს 2016 წელსაც შეხვდნენ. ბრიტანელმა ქართველს 4 სეტში მოუგო. ედმუნდისა და ბასილაშვილის მატჩი 19 იანვარს ჩატარდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები