ფილ ჯონსს პრემიერ ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონობის სჯერა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფილ ჯონსს პრემიერ ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონობის სჯერა


ფილ ჯონსს პრემიერ ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონობის სჯერა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ფილ ჯონსმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი პოზიტიური განწყობით აგრძელებს წინსვლას, მიუხედავად პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ სიტისთან" 12-ქულიანი ჩამორჩენისა.

ფეხბურთელის თქმით, "წითელი ეშმაკუნები" ეროვნული ჩემპიონატის მოგებას ეცდებიან.

"ფეხბურთში არასოდეს არ შეიძლება თქვა "არასოდეს", - ციტირებს ჯონსის სიტყვებს Telegraph.

"2011/12 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" რვა ქულით უსწრებდა, ყველა ჩამოშორებული ჰყავდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტიტულს ჩვენ დავეუფლებოდით, მაგრამ ჩემპიონობა ბოლო ტურში დავკარგეთ".

"ხალხს შეუძლია იმაზე ისაუბროს, რაც უნდა, მაგრამ პოზიტიური განწყობით გავაგრძელებთ წინსვლას. არასოდეს იცი, რა მოხდება ხვალ. ამჯერად ეს ჩვენ დაგვემართა, რატომ არ შეიძლება ამის გამეორება?", - დასძინა ფილმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები