ოტამენდიმ მანჩესტერ სიტისთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოტამენდიმ მანჩესტერ სიტისთან გაახანგრძლივა


ოტამენდიმ მანჩესტერ სიტისთან გაახანგრძლივა

"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურ საიტზე მცველ ნიკოლას ოტამენდისთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 29 წლის ფეხბურთელი "ქალაქელთა" ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს.

არგენტინელი მანჩესტერულ კლუბში 2015 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

სულ "სიტის" რიგებში ოტამენდის 120 შეხვედრა აქვს გამართული, 7 გოლი გატანილი და 3 შედეგიანი გადაცემა გაკეთებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები