ბეშიქთაში ლესტერის ფორვარდის შეძენას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეშიქთაში ლესტერის ფორვარდის შეძენას გეგმავს


ბეშიქთაში ლესტერის ფორვარდის შეძენას გეგმავს

"ლესტერის" თავდამსხმელი, ისლამ სლიმანი შეიძლება "ბეშიქთაშში" გადავიდეს, იტყობინება Sky Sports.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, თურქული კლუბის პრეზიდენტი, ფიქრეთ ორმანი ინგლისში გაემგზავრა, რათა 29 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გამართოს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად ალჟირელმა 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები