ზიდანმა რეალში რონალდუს მდგომარეობაზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანმა რეალში რონალდუს მდგომარეობაზე ისაუბრა


ზიდანმა რეალში რონალდუს მდგომარეობაზე ისაუბრა

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გუნდისთვის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მნიშვნელობა აღნიშნა.

გარდა ამისა, სპეციალისტი აცხადებს, რომ სატრანსფერო ჭორების განხილვას არ აპირებს.

"რეალი" კრიშტიანუს გარეშე ვერ წარმომიდგენია, ეს მისი გუნდია, ის ადგილი, სადაც უნდა იყოს", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Mirror.

"ყველამ ვიცით, რას ამბობენ ადამიანები კლუბის ფარგლებს გარეთ. თუმცა, მან მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს, რათა ისე ითამაშოს, როგორც ყოველთვის. მხოლოდ მის თამაშზე ვისაუბრებ".

"იგი იმის გამო უყვართ, რაც კლუბისთვის გააკეთა. ამჟამად რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ რონალდუ ჩვენთანაა", - დასძინა ზინედინმა.

მოგეხსენებათ, 19 ტურის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში "რეალი" 32 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და ლიდერ "ბარსელონას" 19 ქულით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები