MD: რაფინია ინტერს შეუთანხმდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

MD: რაფინია ინტერს შეუთანხმდა


MD: რაფინია ინტერს შეუთანხმდა

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა, მილანის "ინტერთან" ძალიან ახლოსაა.

კატალონიური გამოცემა "Mundo Deportivo" იტყობინება, რომ 24 წლის ბრაზილიელი იტალიურ გრანდს პირადი კონტრაქტის თაობაზე უკვე მოელაპარაკა.

"ნერაძურის" სპორტული დირექტორი, პიეტრო აუზილიო, დღეს "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას შეხვდება და წარმატებით დაწყებულ მოლაპარაკებებს ბოლომდე მიიყვანს.

შესაძლოა რაფინიას ტრანსფერი "ინტერმა" დღესვე დაადასტუროს. მის სანაცვლოდ მილანელები 20-30 მილიონ ევროს გაიღებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები