მირანდა რომასთან ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მირანდა რომასთან ითამაშებს


მირანდა რომასთან ითამაშებს

მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველი, ჟოაო მირანდა, "რომასთან" მნიშვნელოვანი თამაშისთვის მზად იქნება.

გამოცდილმა ბრაზილიელმა ბარძაყის პრობლემების გამო დაახლოებით 1 თვე გამოტოვა, მაგრამ ამ კვირაში ვარჯიშებს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად სრული დატვირტვით მუშაობს.

ჟოაო მირანდა "ნერაძურის" ძირითადი მოთამაშეა, რომლის არყოფნაში "შავ-ლურჯებმა" მოუგებელი სერია 5 მატჩამდე აიყვანეს.

"ინტერი" რომაულ კლუბს სერია ა-ს 21-ე ტურში, 21 იანვარს, კვირას, შინ დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ჟოაო მირანდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები