რომამ სიკეირას დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომამ სიკეირას დაუმიზნა


რომამ სიკეირას დაუმიზნა

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მარცხენა მცველმა, გილერმე სიკეირამ, კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

31 წლის არგენტინელით "რომა" დაინტერესდა, რომელმაც შესაძლოა ბრაზილიელი განაპირა მცველი, ემერსონ პალმიერი, დაკარგოს.

თუ ემერსონი რომაულ კლუბს დატოვებს, მაშინ "მგლები" სიკეირას წინადადებით მიმართავენ და გუნდში მის აყვანას ეცდებიან.

ბოლო ორი სეზონი სიკეირამ იჯარის წესით "ვალენსიაში" დაჰყო და ამ ზაფხულს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა. გამოცდილი არგენტინელი ახლა თავისუფალი აგენტია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები