ბუფონი: "წარმატების ფორმულა არ არსებობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი: "წარმატების ფორმულა არ არსებობს"


ბუფონი:

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, მიიჩნევს, რომ წარმატებისკენ გზა ყველამ ინდივიდუალურად უნდა გაიკაფოს.

"რჩევა ახალგაზრდებისთვის? იცით, წარმატების ფორმულა ან რეცეპტი არ არსებობს, რჩევას ვერ მოგცემთ.

იდეალური რეცეპტი არ არსებობს, ვინაიდან ყველას საკუთარი აზრი გააჩნია. ერთი საინტერესო რამ, რაც გაზრდის შემდეგ გავიაზრე, ის არის, რომ წლების განმავლობაში ფეხბურთს უფროდაუფრო სერიოზულად ვუყურებდი.

შესაძლოა ეს რომანტიულად არ ჟღერდეს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა. სრულიად უნდა დაიხარჯო იმ საქმისთვის, რომელიც გიყვარს და სერიოზული მიდგომა შეინარჩუნო. მე ეს გაზრდაში დამეხმარა", - განაცხადა 39 წლის იტალიელმა.

ჯიჯიმ კარიერაში უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის 8 სკუდეტო, 3 იტალიის თასი, 5 იტალიის სუპერთასი და რაც ყველაზე მთავარია - მსოფლიო თასი. თუმცა მის აქტივში ჩემპიონთა ლიგის ტიტული არ არის.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ჯანლუიჯი ბუფონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები