პეროტის თამაში ინტერთან საეჭვოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პეროტის თამაში ინტერთან საეჭვოა


პეროტის თამაში ინტერთან საეჭვოა

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურში, სტუმრად "ინტერის" წინააღმდეგ, რომაულ კლუბს შესაძლოა დიეგო პეროტი დააკლდეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "მგლები" ზამთრის შეკრების შემდეგ იტალიაში დღეს დაბრუნდნენ და პეროტი შინ ტრავმირებული ჩამოვიდა.

დიეგოს კუნთის პრობლემები აწუხებს და მისი თამაში კვირას, მილანური გრანდის წინააღმდეგ, ეჭვის ქვეშ დგას.

29 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 22 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა დიეგო პეროტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები