ნაპოლი პოლიტანოზე გადაერთო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლი პოლიტანოზე გადაერთო


ნაპოლი პოლიტანოზე გადაერთო

ხერარდ დეულოფეუს დამატების მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ "ნაპოლიმ" ახალი სამიზნე გაიჩინა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს, ინფორმაციით ნეაპოლური კლუბის თავკაცმა, მაურიციო სარიმ, "სასუოლოს" ფორვარდი მატეო პოლიტანო მოითხოვა.

24 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები