სტაფილიდისი სტოკში გადადის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სტაფილიდისი სტოკში გადადის


სტაფილიდისი სტოკში გადადის

"აუგსბურგის" მარცხენა მცველი, კოსტას სტაფილიდისი, კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

გერმანული პრესის ინფორმაციით, "სტოკ სიტი" "აუგსბურგის" ხელმძღვანელობას ბერძენი მცველის იჯარით დამატებაზე შეუთანხმდა.

სტაფილიდისმა გუნდის ბოლო ვარჯიშები გამოტოვა და ინგლისში გასამგზავრებლად ემზადება, სადაც სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

24 წლის ბერძენმა გერმანული კლუბის ძირითადში კონკურენცია ფილიპ მაქსთან წააგო და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები