ხამესი: "რეალი პსჟ-ს გამოაგდებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხამესი: "რეალი პსჟ-ს გამოაგდებს"


ხამესი:

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, რომელიც მადრიდის "რეალის" კუთვნილებაა, მიიჩნევს, რომ ესპანური გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს გადალახავს.

"მადრიდის "რეალს" ახლა წარუმატებელი პერიოდი აქვს, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია, რათა სიტუაცია გამოსწორდეს. "სამეფო კლუბს" მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.

ვფიქრობ, "რეალი" "პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდებს. ფრანგული გუნდი ძალიან ძლიერია, მაგრამ მადრიდელებს ევროთასებზე გადაწყობა კარგად გამოსდით.

კარგი იქნება თუ ტურნირის ფინალში "რეალი" და "ბაიერნი" შეხვდებიან ერთმანეთს", - განაცხადა 26 წლის კოლუმბიელმა.

ხამესი 2017 წლის ზაფხულში მიუნხენურ კლუბს 2 წლიანი იჯარის წესით შეუერთდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალიპსჟ ხამეს როდრიგესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები