ჰამბურგი ლაიფციგის კაპიტანს იმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამბურგი ლაიფციგის კაპიტანს იმატებს


ჰამბურგი ლაიფციგის კაპიტანს იმატებს

"ლაიფციგის" კაპიტანი და საყრდენი ნახევარმცველი, დომინიკ კაიზერი, "ჰამბურგში" გადასვლასთან ახლოსაა.

"SportBild" იტყობინება, რომ "დინოზავრების" ხელმძღვანელობა "ლაიფციგს" უკვე შეუთანხმდა და კაიზერი ახალ გუნდს ძალიან მალე შეუერთდება.

29 წლის გამოცდილი გერმანელის მოქმედი კონტრაქტი "ხარებთან" სეზონის ბოლოს იწურებოდა, ამიტომ მისი ტრანფერი "ჰამბურგს" მხოლოდ 500 ათასი ევრო დაუჯდება.

დომინიკ კაიზერი "ლაიფციგის" ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს და ამ კლუბის მაისურით სულ 154 თამაში ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები