ხამესი: "ზიდანი ჩემი კუმირი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხამესი: "ზიდანი ჩემი კუმირი იყო"


ხამესი:

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, მადრიდის "რეალიდან" წამოსვლის მიზეზებზე და ზინედინ ზიდანთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი გვქონდა თუ არა ურთიერთგაგება მე და ზინედინ ზიდანს. არ ვიცი ის ჩემდამი უსამართლო იყო თუ არა, მაგრამ ყოველ მთავარ მწვრთნელს თავისი მიდგომა აქვს.

ის ჩემი საფეხბურთო კუმირი იყო. ჩემი წამოსვლა "რეალიდან" მძიმე და სამწუხარო იყო, ვინაიდან ეს ჩემი ოცნების კლუბია. მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მადრიდში ცუდად ვვარჯიშობდი. პირიქით, ორჯერ მეტს ვმუშაობდი.

ყოველთვის უმაღლეს დონეზე ყოფნა მსურს და ჩემი სინდისი სუფთაა. როდესაც მოედანზე გავდიოდი, ბოლომდე ვიხარჯებოდი", - განმარტა 26 წლის კოლუმბიელმა.

მას შემდეგ, რაც მადრიდული გრანდი ფრანგმა სპეციალისტმა 2016 წლის იანვარში ჩაიბარა, ხამესმა "რეალის" ძირითდში ადგილი დაკარგა და საბოლოოდ გასული წლის ზაფხულში კლუბის დატოვება მოისურვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები