რეალის ყოფილი პრეზიდენტი: "რეალი ნეიმარს რონალდუს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალის ყოფილი პრეზიდენტი: "რეალი ნეიმარს რონალდუს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს"


რეალის ყოფილი პრეზიდენტი:

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, ნეიმარის "სამეფო კლუბში" შესაძლო გადასვლა და ამ ტრანსფერის მიზანი განიხილა.

"რაელის" მხრიდან ნეიმარის შეძენის ინფორმაცია მხოლოდ სახალისო როდია. თუ "სამეფო კლუბმა" ინფორმაციას საჯაროდ გავრცელების საშუალება მისცა, ესეიგი ეს შესაძლებელია.

ვფიქრობ, "რეალში" იციან, რომ ნეიმარის კონტრაქტში გაწერილია გამოსასყიდი თანხა, რომლის გადახდაც შეუძლიათ. გარდა ამისა, ამით "რეალი" რონალდუზე მოახდენს ზეწოლას და მას კლუბის შეცვლას აიძულებს.

დარწმუნებული ვარ, პერესს იდეალური გეგმა აქვს, რომელიც რონალდუს გუნდის თვითნებურად დატოვებას ისახავს მიზნად.

ამ შემთხვევაში, მადრიდული გრანდი კრიშტიანუს გაყიდვით მიიღებს იმ თანხას, რომელიც "ბლანკოსს" ნეიმარის დამატების საშუალებას მისცემს", - განაცხადა კალდერონმა.

"პარი სენ ჟერმენმა" 25 წლის ბრაზილიელი გასული წლის ზაფხულში "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ შეიძინა და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები