ოფიციალურად: უოლკოტი ევერტონის ფეხბურთელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: უოლკოტი ევერტონის ფეხბურთელია


ოფიციალურად: უოლკოტი ევერტონის ფეხბურთელია

ინგლისში კიდევ ერთი ტრანსფერი განხორციელდა. ლონდონის "არსენალმა" გუნდიდან თეო უოლკოტი გაუშვა.

ინგლისელი შემტევი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს. მის სანაცვლოდ მერსესაიდელებმა 20 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

უოლკოტი "არსენალში" 12 წელი თამაშობდა. 2006 წელს ის ლონდონურ გუნდს "საუთჰემპტონიდან", 5 მილიონ ფუნტად შეუერთდა.

ამჟამად "ევერტონს" 27 ქულა აქვს და პრემიერ ლიგაში მე-9 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს გუნდი "ვესტ ბრომვიჩთან" გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები