გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც ISIS-ის რიგებში 2013 წელს ავიაიერიშმა მოკლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც ISIS-ის რიგებში 2013 წელს ავიაიერიშმა მოკლა


გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც ISIS-ის რიგებში 2013 წელს ავიაიერიშმა მოკლა

2002-2003 წლებში ბურაკ კარანი 16-17 წლის ახალგაზრდა იყო და ის გერმანიის U16 და U17 ნაკრებებში სამი ხედირასთან და ჟერომ ბოატენგთან ერთად ასპარეზობდა.

ხედირა და ბოატენგი დღეს პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, ბურაკ კარანი კი მიწაში წევს.

2013 წელს ის 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალგაზრდულ წლებში კარანი "ლევერკუზენის" ღირსებას იცავდა და მისი ყიდვა "ჰერტას" და "ჰამბურგს" სურდათ. ახალგაზრდა გერმანელი ქვეყანაში მოთხოვნადი ფეხბურთელი იყო, თუმცა მან სხვა გზა აირჩია.

19 წლის ასაკში ფეხბურთელმა მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო რის გამოც საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწია.

მას შემდეგ, რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო ხელისუფლებასა და რადიკალურ ისლამისტებს შორის, წარმოშობით აზიელი ფეხბურთელი იქაურ მოსახლეობას საჭმელს უგზავნიდა და ფინანსურადაც ეხმარებოდა.

ამის შემდეგ მან ISIS-ის ვიდეოების ყურება დაიწყო.

"ბურაკი მეუბნებოდა, რომ მისთვის ფული და საფეხბურთო კარიერა მნიშვნელოვანი არ იყო, ის მთლიანად შეიცვალა. უყურებდა ტერორისტების ვიდეოებს, ომის ზონიდან.

ბოლოს ჩემი ძმა თავს ცუდად გრძნობდა, იმის გამო, რომ სირიაში მოსახლეობა იღუპებოდა, შეკრა ბარგი და იქ გაემგზავრა", - განაცხადა ფეხბურთელის ძმამ.

2013 წელს კარანი სირიაში, თურქეთის საზღვართან იბრძოდა, რა დროსაც გარდაიცვალა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ალეპოში, ISIS-ის ზონებზე ავიაირეიშები მიიტანა და სწორედ ამან იმსხვერპლა ფეხბურთელი.

გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც ISIS-ის რიგებში 2013 წელს ავიაიერიშმა მოკლა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები