რატომ დაუწყეს პსჟ-ს ფანებმა ნეიმარს სტვენა, 4 გოლისა და 2 საგოლე პასის შემდეგ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ დაუწყეს პსჟ-ს ფანებმა ნეიმარს სტვენა, 4 გოლისა და 2 საგოლე პასის შემდეგ?


რატომ დაუწყეს პსჟ-ს ფანებმა ნეიმარს სტვენა, 4 გოლისა და 2 საგოლე პასის შემდეგ?

ნეიმარმა "პსჟ"-ს რიგებში მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა. მან "დიჟონთან" შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა.

მიუხედავად ამისა, მატჩის შემდეგ პარიზელი გულშემატკივრები ნეიმარით მაინც უკმაყოფილონი იყვნენ და მას სტვენა დაუწყეს.

ამის მიზეზი კი 83-ე წუთზე დანიშნული პენალტია, რომელიც თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეასრულა და კავანის არ დაარტყმევინა.

არადა, ეს პენალტი კავანის რომ დაერტყა და გაეტანა, ამ მატჩშივე ხდებოდა "პსჟ"-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები