ერთადერთი მეკარე, რომელმაც მესი 2-ჯერ შეაჩერა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ერთადერთი მეკარე, რომელმაც მესი 2-ჯერ შეაჩერა


ერთადერთი მეკარე, რომელმაც მესი 2-ჯერ შეაჩერა

კოპა დელ რეის 1/4 ფინალში გამართული მატჩი "ესპანიოლსა" და "ბარსელონას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მას დიეგო ლოპესმა აჯობა.

ლოპესი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც მესის მიერ დარტყმული პენალტი 2-ჯერ მოიგერია (იგულისხმება ბურთის მოგერიება).

არგენტინელ ვარსკვლავს მან პირველად 10 წლის წინ, კოპა დელ რეიზე, "ვილიარეალის" მაისურით აჯობა.

ზოგადად კი მესის თავის კარიერაში სულ 81 პენალტი აქვს დარტყმული და 63 გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები