კონტე: "ვიდეო გამეორების სისტემა რისთვის შემოიღეთ?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე: "ვიდეო გამეორების სისტემა რისთვის შემოიღეთ?"


კონტე:

"ნორვიჩთან" გამართული მატჩის შემდეგ "ჩელსის" თავკაცი ანტონიო კონტე კომენტარს აკეთებს. ის მსაჯებით უკმაყოფილოა.

იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ვილიანის დავარდნის ეპიზოდში, პენალტი იყო.

"ვიდეო გამეორების სისტემა რისთვის შემოიღ​ეთ? ვფიქრობ, ამ მომენტში მსაჯს გამეორება უნდა მოეთხოვა და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

მან აშკარა შეცდომა დაუშვა. ვილიანის ეპიზოდი მხოლოდ ერთხელ ვნახე და უკვე ყველაფერი ნათელი იყო.

საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე მაინც გავედით. ახლა მომდევნო მატჩზე ვართ ორიენტირებული", - აცხადებს კონტე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები