პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი ღირსების ორდენით დააჯილდოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი ღირსების ორდენით დააჯილდოვა


პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდო ნოდარ ახალკაცის ქალიშვილს მედეა ახალკაცს გადასცა.

"გვინდოდა გამოგვეყო და ხაზი გაგვესვა ბატონი ნოდარის ღვაწლისთვის - იმ სიხარულისთვის, იმ გამარჯვებისთვის, იმ აღტაცებისთვის, რომლითაც წლების განმავლობაში ხარობდა ქართული საზოგადოება.

გამოგვეყენებინა ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა მადლობა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ქართულ დროშას ძალიან მაღლა სწევდნენ, სწევენ და ასწევენ მომავალში.

ეს იყო საბჭოთა პერიოდი და მე მახსოვს ის ემოცია, რომელიც არამხოლოდ სპორტულ აღტაცებაში ითარგმნებოდა, არამედ ითარგმნებოდა პატრიოტიზმის განცდაში, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ამ მაღალ წარმატებას აღწევდნენ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ახალკაცის, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც თავის საქმიანობას წინამორბედთა მაგალითზე და მათ აღიარებაზე აფუძნებს.

ეს მეხსიერება და პატივისცემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის აღსაზრდელად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბატონი ნოდარის ღვაწლის აღსანიშნავად, გარდაცვალების შემდეგ დავაჯილდოოთ სახელმწიფოსა და ხალხისაგან მადლიერებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები