ხოჭოლავა: "თავს ბოლომდე კომფორტულად მაინც ვერ ვგრძნობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხოჭოლავა: "თავს ბოლომდე კომფორტულად მაინც ვერ ვგრძნობ"


ხოჭოლავა:

გუშინ, დონეცკის "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

ხოჭოლავამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. მისი თქმით ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა.

"პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მივიღ​ე და გუშინ ექიმების დაკვირვების ქვეშ ვიყავი, ახლა კი ყველაფერი კარგადაა.

თავს ბოლომდე კომფორტულად მაინც ვერ ვგრძნობ, მაგრამ მაინც სრული დატვირთვით ვვარჯიშობ", - აცხადებს ხოჭოლავა.

მოგეხსენებათ, ამჟამად "შახტარი" მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გადის, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები